სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა.
ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა.
ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში, მეორე ბუნდესლიგა 2-ში, კლუბ “კარლსრუეში” თამაშობს.
ყველაზე დიდი 6-მილიონიანი პროგრესი ფრანგულ “მეცში” მოასპარეზე გიორგი მიქაუტაძემ განიცადა, რომლის ღირებულებაც მარტის თვეში 9 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა მისი ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.
ერთმილიონიანი პროგრესი შეეხო საბა ლობჟანიძეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
მათ გარდა პოზიტიური ცვლილებები შეეხოთ შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს:
ანზორ მექვაბიშვილი – €1 მლნ-დან €1,20 მლნ-მდე (სხვაობა €200 ათასი)
ოთარ კაკაბაძე – €500 ათასიდან €600 ათასამდე (სხვაობა €100 ათასი)
ზურიკო დავითაშვილი – €2,5 მლნ-დან €3 მლნ-მდე (სხვაობა €500 ათასი)
კომენტარები