მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ფიზიკურად იძალადა, სკამაზე, რომელზეც ვიჯექი, წიხლი დაარტყა”, – მოწყალების მთხოვნელი ქალი გოგნის სალოცავის წინამძღვარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

“ფიზიკურად იძალადა, სკამაზე, რომელზეც ვიჯექი, წიხლი დაარტყა”, – მოწყალების მთხოვნელი ქალი გოგნის სალოცავის წინამძღვარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირება გოგნის სალოცავში. მოწყალების მთხოვნელი მარინა ბაკურაძე ამბობს, რომ სასულიერო პირი იოანე რევიშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა. სოციალურად დაუცველი ქალის თქმით, ის  გოგნის სალოცავზე იმყოფებოდა,  ახალგაზრდა კაცს კი, რომელსაც ეკლესიაში ბატკანი შესაწირად მიჰყავდა,  თხოვა, რომ მისთვის მიეცა. მას შემდეგ რაც ბატკანი  მოწყალების მთხოვნელ ქალს აჩუქეს, მისი თქმით, ამაზე სალოცავის წინამძღვარი მამა იოანე (რევიშვილი) გაღიზიანდა და მას ფიზიკურად შეეხო.

“გოგნის სალოცავზე ვიმყოფებოდი,  ჩემთვის ვიჯექი და წყალობას ვითხოვდი. დავინახე  კაცს მოჰქონდა შესაწირი ცხვარი და ვთხოვე, გაჭირვებული ვარ და მე მაჩუქეთქო, მართლა ასე მოიქცა. ამაზე  გაღიზიანდა იოანე რევიშვილი და ფიზიკურად იძალადა. სკამზე, სადაც ვიჯექი წიხლი დაარტყა. პოლიციაც მოსული იყო”, – აცხადებს მარინა  ბაკურაძე.

“ინფო იმერეთი” მამა იოანე რევიშვილს დაუკავშირდა, ის მარინა ბაკურიძეზე ძალადობას უარყოფს.

“ძალიან უხეში ქალბატონია. იპარავს ყველაფერს. მოვკიდე ხელი  და ვუთხარი გაბრძანდით ქალბატონოთქო, ამაზე გაღიზიანდა, მაგრამ ძალადობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა”, – უთხრა “ინფო იმერეთს”  იოანე რევიშვილმა.

კომენტარები