8 ივლისს ქუთაისში მედიცინის მუშაკებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები.
მონაწილეების შეფასებით, მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა.
„ტრენინგი იყო ჩემთვის როგორც ექიმისთვის საინტერესო, გავამახვილებდი ყურადღებას მიღებულ ინფორმაციებზე, საინტერესო მეთოდებზე და გარემოზე“, – აღნიშნა ტრენინგის მონაწილე ექიმმა.
„ტრენინგის ფორმატმა მოგვცა საშუალება გვესაუბრა პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად, მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი სამედიცინო პერსონალის ცნობადობის გაზრდაზე საჭირო რომ ყველა სამედიცინო მუშაკმა გაიაზროს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტრენინგის მონაწილე ექიმმა.
ტრენინგი მხარდაჭერილია პროექტით “ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი”.
მხარდაჭერილია კანადის თანასწორობის ფონდის მიერ.
კომენტარები