მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

25-27 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ, სადაც მათთვის ტრენინგი – “მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“ გაიმართა.

სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო ამ თემაზე მუშაობა.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბოლოს, მათ, თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს მეტად პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს.

დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

კომენტარები