მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა

ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა

UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბის, “მართვეს” ყოფილ მწვრთნელს პაატა დოგრაშვილს სამწვრთნელო ლიცენზია გაუუქმა, – ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, ფედერაციამ გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელების მიერ სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო.

“PHR ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკეს” მწვრთნელის – გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებაც. აღნიშნული მწვრთნელის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა – ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები