ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით 8 მარტს, 12:00 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინელი ქალების და ბავშვების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ქალთა ფონდ „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით.
“დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
სწორედ ეს იყო ქალთა ფონდ „სოხუმის“ შექმნის მიზანი, რომელიც უკვე 25 წელია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც წელს უკრაინის ქალების და ბავშვების თანადგომას მიეძღვნება და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეს!“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კომენტარები