სასტუმრო “გელათი რეზიდენსში“ ქალთა ფონდი “სოხუმის“ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსი ეხებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების საკითხს, რომელში მონაწილეობაც იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მიიღეს.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, პროექტის – „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ კოორდინატორმა – ეკატერინე გამახარიამ და ფონდი „სოხუმის“ დირექტორმა – ალლა გამახარიამ. მათ თავიანთ გამოსვლაში ფონდი „სოხუმის“ 25-წლიან გამოცდილებაზე, ჟურნალისტებთან თანამშრომლობასა და მათ როლზე ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ეთიკურად გაშუქების შესახებ ისაუბრეს.
ჟიურის შეფასებების ჯამური ქულებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საუკეთესო სტატია-ბლოგი
პირველი ადგილი: ქეთი გელაშვილი
სტატია: ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის – ქალები რთულ ყოფით და ციფრულ გარემოში.
მე-2 ადგილი: ნესტან ჩაღელიშვილი
სტატია: “უდანაშაულო ვარ!” – მარტო დარჩენილი ქალის ბრძოლა გადარჩენისთვის.
მე-3 ადგილი: ივლიტა გოგუა
სტატია: როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემას.
საუკეთესო სიუჟეტი
პირველი ადგილი: თამარ ქავთარაძე, თინათინ ახვლედიანი
სიუჟეტი: ინტერვიუ სამი დღე არ გამოვსულვარ გარეთ”…
მე-2 ადგილი: ირაკლი ვაჩიბერაძე
რეპორტაჟი: ძალადობაგამოვლილი ქალის გზა წარმატებისკენ – ელისო გეგენავას ისტორია.
მე-3 ადგილი: თათა კაჭკაჭიშვილი
რადიო სიუჟეტი: ქალი ფეხბურთელების პრეცედენტული გამარჯვება სექსუალური შევიწროების საქმეში.
სპეციალური პრიზები: საუკეთესო ისტორია ქალზე, რომელიც არ ნებდება – თათა ახვლედიანი, ლიკა ჩოგოვაძე
სიუჟეტი: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, შვილებს ვერ იბრუნებს.
ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი გენდერული საკითხის წამოწევისთვის – ნინო სანადირაძე,
ბლოგი.
ქალებისათვის აქტუალური სოციალური პრობლემატიკის წინ წამოწევისთვის – სალომე ჩუბინიძე,
ბლოგი: უშვილო
“მონაწილეობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კონკურსში „გენდერული დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების თემაზე“ ნიშნავს, რომ ამ თემების მიმართ ჟურნალისტი კიდევ უფრო სენსიტიური ხდება, მეტი იცის ეთიკურ ნორმებზე, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტებით თემის გაშუქებას. ყოველი კონკურსით მონაწილე საკონკურსო თემატიკაში ცოდნას აღრმავებს და თავად ხდება კოლეგებისთვის ამ ცოდნის გადამცემი“, – განაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა, ტვ “ფორმულას” იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის” კორესპონდენტმა ეკა ფხაკაძემ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ფონდის საინფორმაციო, სოციალურ ვიდეო რგოლებში მონაწილე მსახიობები – ნანცო ცხვირაშვილი და ხვიჩა ვაშაყმაძე.
კომენტარები