ქალთა ფონდმა “სოხუმი“ ახალი კვლევის ანგარიში – “ადამიანური უსაფრთხოების განზომილებები: უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება საქართველოს თემებში“ გამოაქვეყნა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში: ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი, ქუთაისი, წყალტუბო და ხონი – ადამიანური უსაფრთხოების შეფასება. კვლევის პროცესში მონაწილეობა მიიღო 1134-მა მოქალაქემ, მათ შორის 779-მა ქალმა და 355-მა კაცმა. ანგარიშში განხილულია ადამიანური უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილება, მათ შორის ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სასურსათო, პირადი, ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ასპექტები, რაც სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის წინაშე არსებული მრავალფეროვანი გამოწვევების დაკვირვების საშუალებას იძლევა, ქალების გამოცდილებებზე განსაკუთრებული ფოკუსით.
დეტალური მიგნებებისა და რეკომენდაციების გასაცნობად გაეცანით სრულ ანგარიშს – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/mshvidoba/item/15103-2024-09-18-16-26-27
კომენტარები