წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრები დოდო კაკაბაძეს ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი პრობლემა საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთზე” გაშუქდა.
პენსიონერი ქალი მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. სახლს არ ჰქონდა ფანჯრები, კარი, ჭერი და იატაკი ავარიული იყო, კედლები კი დაბზარული.
მას შემდეგ, რაც დოდო კაკაბაძეს პრობლემა გაშუქდა, მის ირგვლივ საზოგადოება გაერთიანდა, შეგროვდა გარკვეული თანხა, რომლის შემდეგადაც ქალის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
კომენტარები