იზა ჩირგაძე, რომელმაც თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” არჩევნების გაყალბების დავალება მიიღო, უკვე მეორე დღეა, არ ჩანს.
ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ქმედებებში საჯაროდ ამხილა.
მასთან კომუნიკაციის დამყარებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”.
მათი თქმით, ჩირგაძეს 2 ნოემბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა რეგისტრატორს ამ დრომდე ვერ დაუკავშირდნენ.
ცნობისთვის, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, “ქართული ოცნების” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდა. ამ საკითხზე კომისიის წევრს იმავე საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჩირგაძისა და მისი ოჯახის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლა გახდა.
კომენტარები