მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ქართველი მებრძოლები ზურაბიშვილს – “თქვენ გაქვთ შანსი, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე”

ქართველი მებრძოლები ზურაბიშვილს – “თქვენ გაქვთ შანსი, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე”

უკრაინაში მებრძოლი ქართველები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი განცხადება ქართველმა მებრძოლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მიიტანეს.

“უკრაინაში ოკუპანტ რუსებთან მებრძოლი ქართველების მიმართვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცხრე თვეა, მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკა “ვივამედში”, თუმცა სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის არათუ მკურნალობის პროცესს ექვემდებარება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება და სიცოცხლის შენარჩუნება საქართველოში ვერ მოხერხდება, აღნიშნულ პროცესს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ – გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე.

თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საყურადღებოა, მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია კმაყოფილი, რასაც ღიად და დაუფარავად აღნიშნავენ.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აარიდოთ ისტორიულ სირცხვილს დანაშაულსა და ქვეყნის შიგნით დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც რა თქმა უნდა ვერ და არ იქნება გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ჩვენ ვართ ერი და სახელმწიფო, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია პირველი პრეზიდენტის დევნაში ძალადობრივი მოკვდინება, რამაც ჩვენი სამშობლო მრავალწლიანი შუღლის მორევში ჩაითრია. ისტორიის წიგნებში კიდევ ერთი მსგავსი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა ჩაიწეროს”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები