მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართველ ხალხს ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტი”

“ქართველ ხალხს ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტი”

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს ეხმაურება.

ელჩის თქმით, ქართველი ხალხი პროევროპულია და ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა ხანგრძლივი მშვიდობის გარანტია.

“ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის მხრივ ძალიან სერიოზულ ზრდას და ეს ეხება ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. მე აღფრთოვანებული ვარ ქართული საზოგადოებით, რომელიც საოცარ გამძლეობას აჩვენებს ამ დეზინფორმაციის მიმართ, რადგან ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალი ნდობაა. მიუხედავად ამ დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში, ქართველი ხალხი პროევროპულია და მათ ესმით, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტი”, – აცხადებს ჰერჩინსკი.

კომენტარები