მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნება” ოპოზიციას წყალტუბოში მათი პარტიის წევრის გარდაცვალებაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნება” ოპოზიციას წყალტუბოში მათი პარტიის წევრის გარდაცვალებაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნება” ოპოზიციას წყალტუბოში მათი პარტიის წევრის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.

“დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.

მინდა ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის მისამართით და ახლობლების მისამართით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

კომენტარები