მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემა ნიშნავს, მთელი ამ ტყუილებისთვის ხმის მიცემას”

“ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემა ნიშნავს, მთელი ამ ტყუილებისთვის ხმის მიცემას”

ქუთაისში ავტოქარხნის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს ბიულეტენებში ერთადერთი კანდიდატი მიხეილ გიორგაძე ხვდებათ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ავტოქაარხნის დასახლებაში, პარლამენტისა და მთავრობის სახლის ყოფილ შენობებთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის გადატანით პერსპექტივა არამარტო ავტოქარხნის დასახლებას, არამედ მთელ ქუთაისს და იმერეთს წაართვა.

“დღეს შუალედური არჩევნებია ავტოქარხნის ოლქში, მე კი მათ მინდა შევახსენო, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის გადატანით პერსპექტივა დაუკარგა არამარტო ავტოქარხნის მოსახლეობას, არამედ მთელ ქუთაისს და იმერეთის რეგიონს. სიმბოლურად მინდა გავახსენო ყველას, “ქართული ოცნება” რას ჰპირდებოდა პარლამენტის ნაცვლად მოსახლეობას და აქ მოვიტანე რამდენიმე სურათი, რაზეც გამოსახულია ის დაპირებები, რომელსაც წლების განმავლობაში “ოცნება” გასცემდა. მაგრამ როგორც ხედავთ არცერთი დაპირება არ შესრულდა და მინდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემა ნიშნავს, მთელი ამ ტყუილებისთვის ხმის მიცემას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემა უბნებზე ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ავტოქარხნის მოსახლეობა უბნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ქართულ ოცნების” წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეა.

კომენტარები