“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვახტანგ ტალახაძის ძმის შვილის კომპანიამ 1.05 მილიონი ლარი მიიღო ხარაგაულის, 787,860 ლარი კი მცხეთის ბიუჯეტიდან.
გიორგი ტალახაძის შპს გგ-მ ხარაგაულის მერიის 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხში უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით გაიმარჯვა.
მცხეთის მერიამ მის შპს გგ-სთნ უტენდერო, გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, როდესაც კომპანიას მანამდე არც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის, არც მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ ჰქონია.
გიორგი ტალახაძე წარსულში რაჭის მაჟორიტარის გოჩა ენუქიძის კომპანიების, შპს იბერ 777-ის და შპს ენუქიძის დირექტორი და ამავდროულად, მმართველ პარტიის მსხვილი შემწირველია.
კომენტარები