მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართული ოცნების” რუსული კანონი დღეიდან ამოქმედდა

“ქართული ოცნების” რუსული კანონი დღეიდან ამოქმედდა

“ქართული ოცნების” რუსული კანონი დღეიდან ამოქმედდა – 1 აგვისტოდან ძალაშია ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას დაავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ცნობილია, რომ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონით, ასევე, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან აღნიშნულ კანონს.

რუსული კანონი სამი სარჩელით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

კომენტარები