მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია”

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია”

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში  საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია”, – აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის ” წევრი კახა ნურალიძე.

“DRG სისტემის “ოცნებისეულმა” ვარიანტმა გაკოტრების პირას მიიყვანა კლინიკების უმრავლესობა. რამდენიმე მათგანი დაიხურა კიდეც. ეს სისტემა არ არის მორგებული ქართული მედიცინის  რეალობას. შედეგიც სახეზეა – სახელმწიფოს მხრიდან უეფექტოდ იხარჯება ადრინდელზე ბევრად მეტი თანხა, უკმაყოფილოა სამედიცინო სექტორი, უკმაყოფილოა პაციენტი, გაზრდილია  სიკვდილიანობის და პოსტჰოსპიტალური ინვალიდობის მაჩვენებლები”, – აცხადებს ნურალიძე.

მისივე თქმით,  ასევე, სავალალო მდგომარეობაა ფარმაცევტულ ბაზარზე.

“ყველანი ვხედავთ და მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს პრეპარატების გაზრდილ ფასებს. გარდა ამისა, დეფიციტშია ან საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ის თანამედროვე წამლები, რომელიც გამოიყენება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციებს და ინტენსიურ თერაპიაში.  სამარცხვინო და ექიმის ღირსების შემლახველია, როდესაც იძულებული ხარ იმუშაო ასეთ პირობებში და იყო პასუხისმგებელი ადამიანის სიცოცხლეზე. აღარაფერს ვამბობ ფსიქოტროპულ, ონკოლოგიურ და ქიმიოთერაპიის პრეპარატებსა და

“მავანის” პირად ინტერესებზე ამ მიმართულებით. აქ საქმე გვაქვს არა მარტო  დარღვევებთან, არამედ სისტემურ დანაშაულთან”, – აცხადებს კახა ნურალიძე.

კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები და მოწესრიგდეს ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, ნურალიძე პასუხობს, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეძლებს ერთ წელიწადში მოაგვაროს ყველა ძირეული საკითხი.

“პირველ რიგში, შეჩერდება კლინიკების ტერორი სახელმწიფოს მხრიდან, ჩატარდება სამინისტროს ნორმალური რეფორმა და პროფესიონალი ექიმები დაუბრუნდებიან ჯანდაცვას. დარეგულირდება ფარმაცევტული ბაზარი, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადეკვატურ ფასებს პრეპარატებზე, აღმოიფხვრება მონოპოლური და კარტელური მიდგომები ამ სექტორში. მოსახლეობა მიიღებს მაღალი ხარისხის და დღევანდელთან შედარებით ბევრად იაფ მომსახურებასა და პრეპარატებს.

ცალკე პროგრამები შეიქმნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პრევენციული მედიცინის და ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, გადაიჭრება  კიდევ ბევრი სხვა საკითხი. საბოლოო ჯამში, საქართველოს ექნება ურიერთსოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მოდელი, ახლოს მდგომი კონტინენტურ-ევროპული მოდელის ბევრ პრინციპთან, რომელშიც პრიორიტეტული იქნება ადგილობრივი სპეციფიკის ყველა დეტალი”, – აცხადებს ნურალიძე.

კომენტარები