“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს და ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს ბესიკ ბრეგაძეს უფლებამოსილება შეუჩერა.
საკრებულოს სხდომაზე 18-მა დეპუტატმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საკრებულოდან გაშვებას მისცა ხმა, ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის ყოფილი მერი და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ის ამ დროისთვის ემიგრაციაში იმყოფება.
კომენტარები