“ქართული ოცნება” დღეს თბილისში დაანონსებული შეკრებისთვის საგანგებოდ ემზადება და დედაქალაქში საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ჩამოჰყავს.
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებით და ავტობუსებით ადამიანების ძირითადი ნაწილი უკვე დაიძრა დედაქალაქისკენ.
ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეკრებილი ადამიანები კითხვაზე, სად მიდიან ასე ორგანიზებულად პასუხობენ, რომ მიდიან ქელეხში, ქორწილში და ექსკურსიაზე.
“თბილისში ბატონო. აქციაზე. არ ვიცი რა [რისი აქციაა]”, – ამბობს ერთ ერთი მათგანი.
ბოლო რამდენიმე დღეა, იმერეთის მოსახლეობის ნაწილი მედიასთან აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აქციაზე წასვლას აიძულებენ და სამსახურის დაკარგვით აშინებენ.
კომენტარები