ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქციის მოსაცდელი მოგლიჯა, რომელიც ამ დრომდე უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი.
მოსახლეობის განცხადებით, ამ შემთხვევიდან 10 დღეზე გავიდა, თუმცა ხელისუფლებას ე.წ. მოსაცდელის მონტაჟი არ მოუხდენია.
“აქ, ამ გადახურულში, ვიდრე ტრანსპორტს ველოდებოდით, წვიმისა და თოვლისგან თავს ვიცავდით, ქარმა მოსაცდელი მოგლიჯა, ხელისუფლება კი პირვანდელი სახის დაბრუნებას მგონი აღარ აპირებს”,- აცხადებს ნიკიას ქუჩის მკვიდრი.
კომენტარები