ხონში არსებულ მოსაცდელში წყალი დგება, გვერდებიდან კი აწვიმს.
აღნიშნული მოსაცდელი თუთისანის ქუჩის დასაწყისში, ზოია რუხახის ძეგლის მიმდებარედ არის.
მოსახლეობის თქმით, ის დანიშნულებას ვერ ასრულებს და წვიმაში დისკომფორტის შემქმნელია.
“ამ მოსაცდელს ქოლგა სჯობს, ქოლგის ქვეშ უფრო არ დასველდები, ვიდრე აქ”, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები