ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა.
მიტროპოლიტი კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე (გარდაცვალებამდე) მართავდა.
მეუფე კალისტრატეს სახელთან არაერთი საქმეა დაკავშირებული, მათ შორის გელათის მონასტრის ამოქმედება, ბაგრატის ტაძრის აღდგენა, გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა, ასობით ტაძრისა და მონასტრის აგება და კურთხევა და მრავალი სხვა.
მეუფე კალისტრატე 1986 წელს უკრაინაში მომხდარი ჩერნობილის კატასტროფისას ადგილზე ჩავიდა, სადაც ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა და ამხნევებდა უკრაინელ ხალხს.
მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებული იყო მრავალი ჯილდოთი, მათ შორის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. ასევე, მეუფე კალისტრატე დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში.
კომენტარები