მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისელი ზვიად პატარიძე ნიუ-იორკში, “ბილ ფარელის” სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქუთაისელი ზვიად პატარიძე ნიუ-იორკში, “ბილ ფარელის” სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ნიუ-იორკში, “ბილ ფარელის” სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე ტურნირის ჩემპიონი გახდა.

პატარიძემ ფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო.

ზვიად პატარიძეს ქართველთა შორის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს, ახალგაზრდებს, U23 შორის.

პატარიძე ამერიკაში რამდენიმე წელია, ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს, ვის ხელშიც აღნიშნული ტიტულები დააგროვა.

სპორტსმენის მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაა, რომლისთვისაც მზადება დაწყებულია.

კომენტარები