ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ნახევარფინალურ ეტაპზე ქუთაისელმა სპორტსმენმა თურქი ენვერ ილდირიმი (15:7) დაამარცხა, ტურნირის ფინალში კი უნგრელ ანდრეას სატმარის (15:11) სძლია.
სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
კომენტარები