მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ქუთაისში, ხარების ტაძარში არ შეუშვეს

მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ქუთაისში, ხარების ტაძარში არ შეუშვეს

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ხარების ტაძარში არ შეუშვეს.

როგორც ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი აცხადებს, წინა წლებისგან განსხვავებით მიტროპოლიტმა იოანემ სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მათი დოგმატი ღვთისმშობელთან დაკავშირებით განსხვავდება და ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა, შემდეგ კი ხარების ეკლესიის ჭიშკარი ჩაკეტეს და კარანტინი გამოაცხადეს.

მამა გაბრიელე ბრაგანტინი მიიჩნევს, რომ ღობე ხარების ეკლესიასთან იმისთვის ააგეს, რომ იქ კათოლიკეები არ შევიდნენ.

მეუფე იოანე ქუთაისში არ იმყოფება, ხარების ეკლესიაში კი აცხადებენ, რომ 8 დეკემბერს სანიტარიული დღე იყო.

ქუთაისში კათოლიკე მრევლს ყოველი წლის 8 დეკემბერს ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე ხარების ეკლესიაში მიდის, რომელიც მანამდე სწორედ ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის სახელობის იყო.

კომენტარები