მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი საბა ინანეიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ქუთაისელი საბა ინანეიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

გერმანიის ქალაქ პოტსდამში ძიუდოში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.

+100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ქუთაისელი საბა ინანეიშვილი გახდა.

ინანეიშვილმა ფინალში თანაგუნდელი ირაკლი დემეტრაშვილი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა გოგონათა შორის.

კომენტარები