ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ.
ახალგაზრდები ხვალ უნივერსიტეტის ეზოში 13:00 საათზე შეიკრიბებიან და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.
სტუდენტები ასევე ბათუმელ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დღეს, 14 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, უწყვეტი აქციები დაიწყეს.
კომენტარები