მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი ქალი მომვლელს ქურდობაში ადანაშაულებს

ქუთაისელი ქალი მომვლელს ქურდობაში ადანაშაულებს

ქუთაისში მცხოვრები თინიკო მარდალეიშვილი მომვლელ ქალს სახლის გაქურდვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ქალმა, რომელიც მოვლისთვის დაიქირავა, სახლიდან ჭურჭელი და ნივთები გაუტანა.

როგორც “ინფო იმერეთთან”დაზარალებული ქალი აცხადებს, მომვლელი ქალი სარგებლობდა იმით, რომ მას ფეხზე ადგომა არ შეეძლო და სახლიდან სხვადასხვა ნივთები გაჰქონდა.

“ეს ქალი დაქირავებული გვყავდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო თვეებია, საწოლიდან ვერ ვდგები. ეს იძახდა სამზარეულოს ვალაგებო და თურმე ჩემი მშობლების ნაყიდ ვაზებს, ლარნაკებს, ძვირფას ჭურჭელს ყოველდღიურად  ჩანთაში ალაგებდა და წასვლის დროს მიჰქონდა. ჩემი სათვალეც კი მოუპარავს, რომელიც  უჯრაში მედო. ამას ასე არ დავტოვებ, გამოვიძახე პოლიცია და იმედია, რამეს  იზამენ”, – განაცხადა “ინფო იმერეთთან” თინიკო მარდალეიშვილმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები