საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ქულები თამაშდება, ქუთაისელმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (61 კგ.) საქართველოს ნაკრების პირველი მედალი მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 132 / 136 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კომენტარები