ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ 81 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა (პირადი მწვრთნელი, ილია თვალოძე).
მან ატაცში 89 / 92 / 95 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქუთაისელმა ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 110 / 114 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამითაც.
კომენტარები