ესპანეთში, სპორტული სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო კონკურსში, ქუთაისელმა თეკლა გაბელაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
ქალაქ პლაჟა დაროში მიმდინარე კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც.
ქუთაისელმა თეკლა გაბელაშვილმა კატეგორია იუნიორ 1-ში “სამბა“, “ჩა, ჩა“, “რუმბა“, “პასოდობლი” და “ჯაივი“ შეასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.
თეკლა გაბელაშვილი სტუდია DANCE STUDIO T@B-ს (პედაგოგები თამარ კილაძე და ბესო კრავიშვილი) და ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
კომენტარები