მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისელმა ჰოკეისტმა გინესის რეკორდი დაამყარა

ქუთაისელმა ჰოკეისტმა გინესის რეკორდი დაამყარა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია.

რატი გრძელიშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არქეოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს, ჰოკეის შაიბის კენწვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან 1 წუთის განმავლობაში ჰოკეის შაიბის 91-ჯერ აკენწლა შეძლო, აქამდე არსებული რეკორდი 41 იყო.

“ყინულის ჰოკეის ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგრამ სანამ ჰოკეისტი გავხდებოდი, 2 წელი ფიგურულ სრიალზე ვიარე. ჰოკეი მიყვარს, რადგან დედამიწაზე ყველაზე სწრაფი სპორტია. მოითხოვს დიდ ფიზიკურ და მენტალურ მზადყოფნას. რაც შეეხება რეკორდს და სამომავლო გეგმებს, ერთ წარმატებას უკვე მივაღწიე, სამომავლოდ კი ვაპირებ უცხოეთში თამაშს”, – ამბობს რატი გრძელიშვილი.

კომენტარები