მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ (ჩამონათვალი)

ქუთაისელ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ (ჩამონათვალი)

საქართველოს საპატრიარქოს სინოდალურმა კომისიამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ “ინფო იმერეთი” რამდენიმე კვირის წინ წერდა, თუმცა მაშინ მხარეებმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

სინოდალურმა კომისიამ ქუთაისის მღვდელმთავარს მეუფე იოანეს მიმართა, რომ მის მიერ იღუმენ გიორგი ნებიერიძის და მღვდელ-მონაზონ იაკობ სებისკვერაძის მიმართ მღვდელმოქმედების უფლების შეჩერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 ნოემბრამდე, გიორგობის დღესასწაულამდე, დარჩეს ძალაში.

იგივე ვადით შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება იეროდიაკონს კონსტანტინე აბდალაძეს, ხოლო ბერ გიორგი ჩანქსელიანს და ბაგრატის ტაძრის სტიქაროსანს ირაკლი ქუთათელაძეს შობის დღესასწაულამდე აეკრძალათ წმინდა ზიარების უფლება.

სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

კომენტარები