მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისიდან დანიის სამეფოში პირდაპირი ფრენები იწყება

ქუთაისიდან დანიის სამეფოში პირდაპირი ფრენები იწყება

უნგრული ავიაკომპანია წლის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას 1 თვითმფრინავით 4-მდე გაზრდის და დეკემბრიდან პირდაპირ ფრენებს დანიის სამეფოში იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით ფრენებს 28 პირდაპირი მიმართულებით 16 ქვეყანაში ასრულებს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია 4-ე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში ორჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე ფრენების ჩამონათვალში კოპენჰაგენიც დაემატა, რომლის მიმართულებითაც ფრენა 16 დეკემბრიდან ორშაბათ და პარასკევს შესრულდება.

 

კომენტარები