მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში პატიმრების დაინფიცირებას ომბუდსმენი ადასტურებს

ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში პატიმრების დაინფიცირებას ომბუდსმენი  ადასტურებს

ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში, პატიმრების კორონავირუსით დაინფიცირებას სახალხო დამცველიც ადასტურებს.
ნინი ლომჯარიას ინფორმაციით, ციხეებში ასზე მეტ პატიმარს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან.

„დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სისტემის განტვირთვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისთვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები,“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები