ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს.
5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი თითო სიხშირე დაემატება.
კომენტარები