მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროპის კიდევ 5 ქალაქის მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროპის კიდევ 5 ქალაქის მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი თითო სიხშირე დაემატება.

კომენტარები