ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, 14 დღის განმავლობაში Wizz Air-ის ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება.
ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.
კომენტარები