ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა.
აეროპორტის ინფორმაციით, პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 გაფრინდა, დღეს კი 12:30 სთ-ზე რეისი ათენიდან შესრულდა, 13:30 სთ-ზე ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდა.
ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო იყო დახურული.
კომენტარები