მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის მეუღლე და შვილი ჩამოფრინდნენ

ქუთაისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის მეუღლე და შვილი ჩამოფრინდნენ

უკრაინაში, ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ, დღეს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისი მეუღლე და შვილი ჩამოფრინდნენ.

ბერდია ჯოხაძე ხერსონში 12 აგვისტოს გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, მებრძოლის ჯანმრთელობის გართულება სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით მოწამვლამ გამოიწვიამ და ის ორ კვირაში გარდაიცვალა.

მათივე თქმით, ჯოხაძე უკრაინაში ცხოვრობდა, ომის დაწყების პირველ დღეებში მოხალისედ წავიდა, შემდგომ მომზადება გაიარა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

24 თებერვლიდან უკრაინაში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები