მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომპანია “ვიზიარს” უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელეს.

მგზავრების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია.

მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს კარგავენ.

კომენტარები