მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის “აია” საქართველოს ჩემპიონია

ქუთაისის “აია” საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირებაში ქუთაისის “აიამ” “ლელო” 19:3 დაამარცხა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

დიდი 10-ის  ფინალი თბილისში, ავჭალის სარაგბო არენაზე გაიმართა. ქუთაისელებმა მეტოქეს ორი ლელო დაუდეს (ქიმუცაძე, შვანგირაძე), რასაც გიორგი ბაბუნაშვილმა ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა და ერთი არეკნი დაამატა.

“აიამ” მეტოქეს მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანის საშუალება მისცა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ “აიას” 9 ნომერი – ნოდარ დოლიძე დასახელდა.

კომენტარები