ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შალვა კირთაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
რექტორად არჩევამდე ის იკავებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას.
კომენტარები