მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრა”

“ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრა”

თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს – ამის შესახებ განცხადება სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელმა ნიკო მანაგაძემ განაცხადა.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციისას შევიტყვეთ, რომ თსუ-ის ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებმა პრეზიდენტს უარი უთხრეს. ადმინისტრაციამ მიმართა ოფიციალური წერილით, რომ ამ უნივერსიტეტებში ჩაეტარებინა სტუდენტებთან საჯარო ლექცია და ადმინისტრაციას ოფიციალურად ამ უნივერსიტეტებიდან, ქვეყნის ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, უთხრეს უარი, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონოდა შესაძლებლობა სტუდენტებთან შეხვედრის, საჯარო ლექციის გამართვის”, – განაცხადა მანაგაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს თსუ-ს რექტორი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ განცხადებას.

კომენტარები