ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2023-2024 წლის სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
მშობლებმა მათ მიერ შერჩეულ ბაღში შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ: ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ასლი) ნოტარიულად დამოწმებული, 2 სურათი ¾-ზე, ჯანმრთელობის ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ქუთაისის მერიის ააიპ “ბაგა–ბაღების გაერთიანებაში” სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
კომენტარები