დღეიდან ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლის ტარიფი იცვლება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ფოტო-ვიდეო გადაღების და სხვადასხვა ცერემონიალის ჩატარების მომსახურების ფასი (ხელის მოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე) 100 ლარი იქნება.
ინდივიდუალური ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის – 2ლარი; ინდივიდუალური ბაღში ვიზიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 5 ლარი.
ბოტანიკურ ბაღში უფასო შესვლით სარგებლობენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; წლამდე ბავშვები; ბოტანიკურ ბაღში მივლინებული პირები; დირექციასთან საქმიანი ვიზიტით მივლინებული პირები; სამეცნიერო – კვლევითი მიზნით შემსვლელი პირები.
კომენტარები