მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრში, ქალაქის ბულვარის რეაბილიტაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

პერიმეტრი ლითონის ფირფიტებით არის შემოსაზღვრული, თუმცა მაინც შესამჩნევია როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადგილზე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.

სამუშაოებს  შპს “დაგი” ასრულებს. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ღირებულება 14.9 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის ბულვარი ისტორიულია, ის 2 საუკუნის წინ გაშენდა.

კომენტარები