ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის თოჯინების მე-6 საერთაშორისო ფესტივალიდან გრან-პრით ბრუნდება.
ფესტივალზე ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი “მახინჯი იხვის ჭუკი” საერთაშორისო ჟიურის მიერ საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ დასები საქართველოდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, კორეიდან და ყირგიზეთიდან.
კომენტარები