ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა.
შემთხვევა რელიგიური განყოფილების ოთახში მოხდა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს ოთახში არავინ იმყოფებოდა.
“თანამშრომელი არ შესულა ოთახში, მიხვდა, რომ ჭერი რაღაც მთლად კარგ მდგომარეობაში არ იყო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, – აცხადებს თანამშრომელი.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა 150 წლისაა.
კომენტარები