მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “თეთრ ხიდზე” პანორამული მინა ამ დრომდე დაზიანებულია

ქუთაისში, “თეთრ ხიდზე” პანორამული მინა ამ დრომდე დაზიანებულია

ქუთაისის ისტორიულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რამდენიმე დღის წინ პანორამული მინა ისევ დაზიანდა.

პერიმეტრი ამ დროისთვის რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

“თეთრი ხიდის” რეკონსტრუქცია 2018 წელს  განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

კომენტარები